Tuesday, 31 January 2012

Folk-lore


პროექტის სახელწოდება: ქართული ზეპირსიტყვიერება.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადება:  გავაცნოთ ქართული ზეპირსიტყვიერების ჟანრები.
პროექტის აქტუალობა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები და უცხო ქვეყნის წარმომადგენლები გაეცნობიან ქართული ხალხური სიტყვიერების ჟანრებს (მითი, ლეგენდა, ზღაპარი, ბალადა, პოემა, ლექსები, ანდაზები, გამოცანები და ა.შ).  მოსწავლეები ინტერნეტ სერვისების გამოყენებით ითანამშრომლებენ უცხოელ თანატოლებთან, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, უცხო ენაზე კომუნიკაციის განვითარებას, სხვა ქვეყნის ფოლკლორის გაცნობას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიონ ლიტერატურული და ელექტრონული წყაროების საშუალებით ხალხური სიტყვიერების ყველა ჟანრის ნიმუში და სრულყოფილი ინფორმაცია ქართული ზეპირსიტყვიერების შესახებ, განიხილონ მათთვის სასურველი ნაწარმოებები, დაწერონ რეფერატები, თხზულებები, გააკეთონ პრეზენტაციები ვიდეო და ფოტო მასალის გამოყენებით, შექმნან ჩანახატები, ფოტოალბომი. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში წერის, ზეპირმეტყველების, შემოქმედებითი, ჯგუფური მუშაობის, კვლევა-ძიების, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების, უცხოელ თანატოლებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
მოსწავლეთა ასაკი: 14-15
ვადები/ხანგრძლივობა: თებერვალი - ოქტომბერი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: დაიწერება რეფერატები, თხზულებები ხალხური სიტყვიერების შესახებ; გადაითარგმნება ინგლისურად მოსწავლეთათვის სასურველი ტექსტები; გაკეთდება ჩანახატები, პრეზენტაცია, ფოტო/ვიდეო მასალა, ჩაიწერება ინტერვიუ, სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები გამოქვეყნდება ბლოგზე, უცხოელ თანატოლებთან დამყარდება ვირტუალური კომუნიკაცია.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ციფრული აპარატი, საინფორმაციო ტექსტები, ლიტერატურული წყაროები, საენციკლოპედიო სტატიები.
პროექტის მსვლელობა: თემის შერჩევის შემდეგ კლასი მიზნობრივი გადანაწილების შედეგად დაიყოფა რამდენიმე ჯგუფად. ჯგუფს მიეცემა განსაზღვრულ დროში შესასრულებელი სხვადასხვა დავალება. მათ მოუწევთ როგორც ხალხური სიტყვიერების სხვადასხვა ჟანრის შესახებ მასალის მოძიება, ისე ხალხური სიმღერებისა და ცეკვების ამსახველი ვიდეო თუ ფოტო მასალის შეგროვება. I ჯგუფი - ეპოსი (მითი, ლეგენდა, ზღაპარი, ბალადა, პოემა); II ჯგუფი - ლირიკა (შრომის, საწესჩვეულებო, საგმირო, საისტორიო, სატრფიალო ლექსები, კაფია); III ჯგუფი - დრამა (რელიგიური და საერო ცერემონიალ-სანახაობანი);  IV ჯგუფი - მცირე ჟანრი (ანდაზები, გამოცანები, შელოცვები); V ჯგუფი - ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები (ვიდეო/ფოტო მასალა). პროექტის დასრულების შემდეგ ჯგუფის ლიდერები წარმოადგენენ თავიანთი ჯგუფის ნამუშევრებს. ყველა მასალა განთავსდება ჯგუფის ბლოგზე.პროექტი შეფასდება წინასწარ შექმნილი შეფასების რუბრიკით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მუსიკა, გეოგრაფია, ისტორია;
მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მასალის მოძიება, მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება, ელექტრონული ტექსტების  წაკითხვა და შეფასება, თხზულების დაწერა კონკრეტული თემის შესახებ, განმარტებითი ხასიათის ტექსტის დაწერა, სადაც გამოიყენებს სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ ინფორმაციას. (ქართ.IX.6,8,10,11)
პროექტის ხელმძღვანელი: სოფო ძაგნიძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: sofidzagnidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ourfolk-lore.blogspot.com